ბიზნესი
16/06/2020

ბაზარზე პირველი ქართული შავი ხიზილალა გამოჩნდება

წლის ბოლოს ბაზარზე პირველი ქართული შავი ხიზილალა გამოჩნდება. კომპანია „ალგი პლიუსი“ პროდუქტის ქართული ხიზილალის ბრენდის ქვეშ წარმოებას გეგმავს.

ამ ეტაპზე საწარმოს გაფართოების პროცესი მიმდინარეობს. ალგი პლუსმა წარმოება წითელი ხიზილალით 2011 წელს დაიწყო და დღეისათვის, წელიწადში 2 ტონა პროდუქციას ყიდის.

თევზსაშენში 60-მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა შავი ხიზილალის წარმოების ხაზი დამატებით 15-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ახალი პროდუქტი ქართული ბაზრის გარდა რეგიონის ქვეყნებში გაიყიდება.

ბიზნესპარტნიორი