ბიზნესი
18/06/2020

გეოგრაფიული აღნიშვნების სარგებელი - რამდენი ასეთი პროდუქტია მსოფლიოში რეგისტრირებული

მსოფლიოში 8000-ზე მეტი გეოგრაფიული აღნიშვნით რეგისტრირებული პროდუქტია, რომელიც ყოველწლიურად 50 მლრდ ევროს მოგებას ქმნის.

ქართული გეოგრაფიული აღნიშვნები მინიჭებული აქვს: ჭაჭას, ჩურჩხელას, ჩოგს, მაწონს, ტენილ ყველს, ქართულ ყველს, აჭარულ და მესხურ ჩეჩილ ყველს, მეგრულ და სვანურ სულგუნს, კობს, გუდას, თუშურ გუდას, იმერული ყველს, დამბალხაჭოს, მაჭახელას თაფლს, ახალქალაქის კარტოფილს, ტყიბულის მთის ჩაის და ქუთაისის მწვანილს. 

გეოგრაფიული აღნიშვნების ეტიკეტის მნიშვნელობაზე გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია განმარტავს და მიათითებს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების ეტიკეტი ზრდის ადგილობრივი პროდუქტების ღირებულებას და ფერმერების შემოსავლებს.

"ბოლო წლების მანძილზე, FAO და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, (EBRD) საქართველოს მთავრობასთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობენ, რათა ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული პროდუქტებისთვის შეიქმნას გეოგრაფიული აღნიშვნები. მათი, როგორც სამარკო ნიშნის გამოყენება, საქართველოს საშუალებას მისცემს ფალსიფიცირებისგან დაიცვას ისეთი პროდუქტები როგორიცაა: სულუგუნი, თუშური გუდის ყველი ან ჩურჩხელა", - აცხადებს FAO.

გეოგრაფიული აღნიშვნები ე.წ სავაჭრო ნიშანია, რომელიც ქვეყნების ან კონკრეტული რეგიონების უნიკალურ ბუნებისა და წეს-ჩვეულებების მანიშნებელია, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ პროდუქტის უნიკალური გემოვნური თვისებების მისაღებად.

გეოგრაფიულ აღნიშვნებს, როგორც სამარკო ნიშანს, მინიჭებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების სტატუსი.

 

ბიზნესპარტნიორი