ბიზნესი
25/06/2020

იპოთეკის სუბსიდირება გაყიდვებს 10%-ით წაახალისებს - თიბისის მოლოდინი

თიბისი კაპიტალის გათვალებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების წმინდა ეფექტი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვებს დაახლოებით 10%-ით წაახალისებს.

"იპოთეკის პროცენტის 70 მლნ ლარით 5 წლის მანძილზე სუბსიდირება დაახ. 450მლნ ლარის იპოთეკის გაცემას უწყობს ხელს. ამასთან მოსალოდნელია ბენეფიციარებს შორის მოხვდნენ მოხმარებლები, ვინც ისედაც აპირებდა ბინის შეძენას", - აღნიშნულია კვლევაში.

საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ ქვეყნების შედარების ჭრილში საშუალო იპოთეკის განაკვეთსა და იპოთეკა/მშპ შეფარდებას შორის საპირისპირო ურთიერთობაა, საქართველოში იპოთეკური სესხების ფარდობა მშპ-სთან ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. იქვე მითითებულია, რომ საქართველოში იპოთეკის ზრდას და იპოთეკის პროცენტის კლებას შორის მნიშვნელოვანი ისტორიული ურთიერთდამოკიდებულებაა.

მაისში 434 მლნ ლარის მოცულობის დეველოპმენტის სექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო გეგმა დაანონსდა:

• 70 მლნ ლარი: 200,000 ლარამდე ახალი ბინის შეძენისას 5 წლის მანძილზე იპოთეკური სესხის 4%-ის სუბსიდირება
• 14 მლნ ლარი: 5 წლის მანძილზე სახელმწიფო გარანტია იპოთეკური სესხების 20%-ის ოდენობით, 200,000 ლარამდე სესხებზე, არანაკლებ 10% თანამონაწილეობით
• 150 მლნ ლარი: დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესყიდვას
• 200 მლნ ლარი: საცხოვრებელი უძრავი ქონების პროექტის დასრულების გარანტია, ფართის <30%-ზე, არარეალიზებული
ფართის 3 წლის მანძილზე შესყიდვის პირობით

ბიზნესპარტნიორი

ბიზნესგარემო და რეგულაციები

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია და საქართველო

შვედეთის პროექტები საქართველოში

საკონსულტაციო მომსახურების როლი პანდემიის პირობებში

შრომის ბაზარი პანდემიის პირობებში

ბიზნესომბუდსმენის როლი პანდემიის პირობებში

სუბსიდირებული ეკონომიკის პერსპექტივა

თევზსაშენი მეურნეობების პერსპექტივა საქართველოში

იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის პროგრამა იწყება

რთველი 2020 და სახელმწიფო დახმარების პროგრამა

როგორი უნდა იყოს საქართველოს ახალი ეკონომიკური მოდელი

ციფრული ერა - შესაძლებლობები და საფრთხეები

ლავანდის ველები საქართველოში

ქართული კოსმეტიკური ბრენდის წარმატება დიდ ბრიტანეთში