ბიზნესი
25/06/2020

ივანე მაჭავარიანი: ვისაც მოწესრიგებული აქვს აღრიცხვა, ვენდობით

დაზიანებული, ან გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურა მარტივდება, - დეტალებზე ვრცლად ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული, ან გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა შეეძლებათ ყოველგვარი საფასურის გარეშე. ადრე იყო 20 ლარიანი საფასური და შემოსავლების სამსახური ან დაუდასტურებდა, ან არა. ზოგ შემთხვევებში არ უღირდა ბიზნესს. იმიტომ რომ საქონლის ჩამოწერის ოდენობა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ეს საფასური. მაგალითად, პატარა მაღაზიას ყოველდღე რომ ჩამოეწერა რამე შეიძლებოდა თეორიულად 600 ლარი გადაეხადა. ჯამში შეიძლება, არც ქონოდა მაგხელა ჩამოსაწერი თანხა. ეს მოთხოვნა დიდი ხანია იდგა დღის წესრიგში.

მეორე, ასევე საქონლის ჩამოწერის წესს ეხება, კერძოდ, კვების ობიექტებს. ვისაც მოწესრიგებული აქვს აღრიცხვა, ჩვენ აქაც ვენდობით და ადრე თუ მათ უნდა შეენახათ ეს გაფუჭებული სურსათი, რაც თავისთავად ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ახლა გავაუმჯობესეთ მდგომარეობა, ვენდობით და მათ შეეძლებათ გადასახადის გადახდის გარეშე ჩანოწერონ სურსათი.

მესამე ნაწილი ეს არის დანაკარგები, ერთია, როდესაც ფუჭდება, მეორეა ბუნებრივი დანაკარგები. უფრო სუპერმარკეტებისთვის და საცალო ქსელის სხვა ტიპის მაღაზიებისთვის იყო ეს პრობლემა დამახასიათებელი. ვისაც აქვს მოწესრიგებული აღრიცხვა, აღრიცხავენ შტრიხკოდებით და აქვს შესაბამისი ბუღალტრული პროგრამა, ჩვენ მათი ბრუნვის მთლიანი შემოსავლის 1%-მდე შეუძლიათ გაატარონ ეს დანაკარგი ხარჯში ისე, რომ არ დაბეგრონ“,- განმარტა მაჭავარიანმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები