ბიზნესი
29/06/2020

ქართული ალკოჰოლური სასმელი "სუფთა“ "სმაგლერსის“ ქსელში გაიყიდება

ლიმონისგან დამზადებული ქართული ნატურალური ალკოჰოლური სასმელი „სუფთა“ მიმდინარე კვირაში ალკოჰოლურ მაღაზიათა ქსელ „სმაგლერსის“ ყველა ფილიალში გაიყიდება.

კომპანია საკუთარი პროდუქციის შესატანად მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა ქსელურ მაღაზიებთანაც. რაც შეხეეხება საექსპორტო მიმართულებებს, „სუფთას“ არაყმა ისრაელში დიდი მოწონება დაიმსახურა და კომპანია მოლაპარაკებების საწარმოებლად საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ელოდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „სუფთას“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ დევიძემ განუცხადა, კომპანია სამომავლოდ თაფლისა და სხვა ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული არაყის ბოთლში ჩამოსხმასა და რეალიზაციასაც გეგმავს.

ქართული ალკოჰოლური სასმელი პირველ ეტაპზე 3 000-მდე (0.5 ლიტრიან) ბოთლი ჩამოისხა და მისი სარეალიზაციო ფასი მაღაზიათა ქსელ „სმაგლერსში“ 25.5 ლარია.

ლიმონისგან დამზადებული ქართული ალკოჰოლური სასმელელი თავდაპირველად ჩამოსასხმელი იყო და ის ბარებში იყიდებოდა. 2 წლის შემდეგ კი კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ახლა სრულად არყის ბოთლით რეალიზაციაზეა გადასული.

„სუფთას“ არაყი არ შეიცავს ესენციებსა და დანამატებს, მზადდება ბუნებრივი ლიმონით, ცედრითა და წვენით. „სუფთას“ საწარმო ავლაბარში მდებარეობს, კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული.

ბიზნესპარტნიორი

09:00

პანდემია და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები

ბიზნესგარემო და რეგულაციები

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია და საქართველო

შვედეთის პროექტები საქართველოში

საკონსულტაციო მომსახურების როლი პანდემიის პირობებში

შრომის ბაზარი პანდემიის პირობებში

ბიზნესომბუდსმენის როლი პანდემიის პირობებში

სუბსიდირებული ეკონომიკის პერსპექტივა

თევზსაშენი მეურნეობების პერსპექტივა საქართველოში

იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის პროგრამა იწყება

რთველი 2020 და სახელმწიფო დახმარების პროგრამა

როგორი უნდა იყოს საქართველოს ახალი ეკონომიკური მოდელი

ციფრული ერა - შესაძლებლობები და საფრთხეები

ლავანდის ველები საქართველოში

ქართული კოსმეტიკური ბრენდის წარმატება დიდ ბრიტანეთში

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პერსპექტივა

ჩინეთის, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთკავშირი

საქართველოს საექსპორტო პოტენციალი