ბიზნესი
17/06/2020

კონკურენციის სააგენტომ ჯი-თი მოტორსისა და ჯ.თ. მოტორსის საქმეზე მოკვლევა დაიწყო

კონკურენციის სააგენტომ კომპანია "ჯი-თი მოტორსის" მომართვის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო.

საქმე ეხება კონკურენტი კომპანია შპს "ჯ.თ. მოტორსის" მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს. საჩივარში საუბარია, ავტოტექმომსახურეობის სფეროში, საქმიანობის იდენტურობაზე - როგორც ლოგოს, ასევე კომპანიის დასახელების მიზანმიმართულ მსგავსებაზე, რაც მომჩივანის პოზიციით, პოტენციური მომხმარებლის და ასევე პარტნიორი კომპანიების დეზინფორმირებას, შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის კონკრეტული შემთხვევები ეკონომიკური აგენტის ისეთ ქმედებას ითვლისწინებს, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებს და კონკურენტთა, მომხმარებელთა ინტერესებს ლახავს. შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის გადაწყვეტილებით, შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი, რომელთაც - დადგენილ ვადებში, შესაბამის ბაზარზე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, საქმიანი ეთიკის პრინიციპების შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლა დაევალათ.

Businesspartner