ბიზნესი
14/07/2020

ლაშა პაპაშვილმა "რედბის“ ბრენდით თაფლის წარმოება დაიწყო

ლაშა პაპაშვილმა თაფლის წარმოება დაიწყო. „რედბის“ ბრენდით თაფლი სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონში იწარმოება. როგორც ბიზნესმენმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, წარმოებაში დაახლოებით 300 000-400 000 ლარია ინვესტირებული.

„ამ ეტაპზე გვყვავს 200 ოჯახი ფუტკარი. ეს მცირე წარმოებაა, 3-4 ტონა თაფლია, თუმცა, სამომავლოდ დაგეგმილია წარმადობის გაზრდაც. პროდუქცია შიდა მოხმარებისთვის იწარმოება. ვამარაგებთ ჩვენს ჰოლდინგში შემავალ კომპანიებს,“ - აცხადებს პაპაშვილი.

ბიზნესმენი განმარტავს, რომ პროდუქტი 300 და 500 გრამიან ქილებში, 15-17 ლარად იყიდება.

პაპაშვილი კონკურენციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია მაქსიმალურად შეეცდება სამომავლოდ წარმოება გააფართოვოს და იმპორტირებული პროდუქცია ჩაანაცვლოს.

„თაფლი მარტო თაფლი არ არის, არის ცვილი, დინდგელი, მტვერი, ბევრი პროდუქტია, ბევრი ბენეფიტებია და სამწუხაროდ, ქვეყანაში ყველაფერი ეს შემოდის. იმპორტის ჩანაცვლებას ბევრი შრომა სჭირდება. ჩვენს ქვეყანაში არის თაფლის წარმოების ტრადიცია, თუმცა, მას განვითარება სჭირდება“-განმარტავს პაპაშვილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები