ბიზნესი
29/06/2020

ლონდონში დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი "წითელ ზონაში“ რჩება

ლონდონში დალისტული ქართული კომპანიების აქციები გასულ კვირას ისევ „წითელ ზონაში“ დაიხურა, ფასი შემცირდა ოთხიდან 3 კომპანიის აქციებზე, გამონაკლისი მხოლოდ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ იყო.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 10.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.48% წინა კვირასთან შედარებით და +26.88% გასულ თვესთან შედარებით. 

ივნისის დასაწყისიდან BGEO -ს აქციები 10 ფუნტიან ნიშნულზეა დაბრუნებული.

“გალტ ენდ თაგარტის” მონაცემებით, ბოლო კვირაში, ვაჭრობის მოცულობამ 381 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.02 – 11.24 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 88 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 4.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.44% წინა კვირასთან შედარებით და +6.98% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 129 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 4.51 – 4.80 დიაპაზონში.

ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 55 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 8.93 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.98% წინა კვირასთან შედარებით და +24.03% წინა თვესთან შედარებით.

ვაჭრობის მოცულობამ 207 ათასს გადააჭარბა, GBP 8.64 – 9.34 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 71 ათასი აქცია შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს (GHG LN). კომპანიების აქციები დაიხურა 0.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.17% წინა კვირასთან შედარებით და +5.88% წინა თვესთან შედარებით.

ვაჭრობის მოცულობამ 424 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 0.86 – 0.93 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 72 ათასი აქცია შეადგინა.

Businesspartner