ბიზნესი
11/06/2020

მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის იმპლემენტაცია ₾2.7 მლნ ჯდება

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის იმპლემენტაცია სავარაუდოდ, 2.69 მლნ ლარი დაუჯდება.

სააგენტო ამ თანხის ფარგლებში 5 რეგიონისთვის გეგმავს კონტრაქტორების შერჩევას, გამარტივებული შესყიდვის გზით.

საიმპლემენტაციო პროექტის განხორციელება საკმაოდ ხანგრძლივი ეტაპია და გრძელდება 2021 წელს. პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების განაცხადების რეგისტრაცია, გადარჩევა, ტრენინგები და საბოლოო გამარჯვებული ბიზნეს-გეგმების პროექტების გამოვლენა ოთხთვიან პერიოდს მოიცავს.

შეგახსენებთ, მიკრო გრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი ₾40 მლნ-მდე, მინიმალური საგრანტო თანხა კი ₾20-დან 30 000-მდე გაიზარდა.

ბიზნესპარტნიორი