ბიზნესი
07/07/2020

მობილურ ოპერატორებს შემოსავალი შეუმცირდათ

მობილურ ოპერატორებს აპრილში შემოსავალი შეუმცირდათ. 3 მობილური ოპერატორის ჯამურმა შემოსავალმა 34 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიურად 11.4%-იანი კლებაა.

4 თვეში მობილური ოპერატორების ჯამური შემოსავალი 154,4 მლნ ლარი იყო, ეს კი 2 მლნ-ით მეტია, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მობილური ინტერნეტის მოხმარება რეკორდულად იყო გაზრდილი. აპრილში, მოსახლეობამ 15,670 ტერაბაიტი მობილური ინტერნეტი მოიხმარა, წლიურად 168%-იანი ზრდაა. აპრილის მონაცემებით მობილურ ინტერნეტს  2.444 მლნ-ზე მეტი აბონენტი ჰყავდა.

Businesspartner