ბიზნესი
18/06/2020

პრემიერი: შრომის ახალი კანონმდებლობა დაბალანსებული უნდა იყოს

პრემიერი ამბობს, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა დაბალანსებული უნდა იყოს, ის ბიზნესს ცხოვრებას არ უნდა ურთულებდეს.

"კანონმდებლობა სოციალურ გარემოს და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას უფრო მდგრადს უნდა ხდიდეს," - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა იყოს დაბალანსებული.

„ბევრი გვისაუბრია ამაზე და შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა და რაც პარლამენტშია იმის შეცვლა შესაძლებელია და კიდევ ვმსჯელობთ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner