ბიზნესი
16/06/2020

"სააგენტოს აწარმოე საქართველოში ბიზნესში ჩადებულმა 1 ლარმა ბიუჯეტში 5 ლარი შეიტანა"

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესში ჩადებულმა 1 ლარმა ბიუჯეტში შეიტანა 5 ლარი და ამავე დროს 16 ლარის ინვესტიციის სტიმულირება მოახდინა, - სააგენტოს შედეგებსა და გეგმებზე „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ბიზნესპარტნიორის ოთხეულში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, სააგენტოს ხელშეწყობით 350-ზე მეტი და 150-ზე მეტი სასტუმროა მხარდაჭერილი.

„გვაქვს მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც ეკონომიკურ ეფექტს ამოწმებს და როგორც იცვლება ბიზნესგარემო, ეკონომიკა,  ისე ადაპტირდება ჩვენი პროგრამა. გამოწვევას ვხედავთ და იმ წამსვე ადაპტირდება ჩვენი პროგრამა“, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელმა.

მისი თქმით, ე.წ „ცეცხლის ჩაქრობის“ პროგრამების ფარგლებში სასტუმროების სესხების თანადაფინანსება დაიწყო, ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში, რუსეთის ავიაემბარგოს შემდეგ, რომელიც გაგრძელდა მოდიფიცირებულად COVID 19-ის პანდემიისას.

ხიდურელი ამბობს, რომ გენერალური ხაზი შენარჩუნებულია, თუმცა არის ცვლილებებიც,

ბიზნესპარტნიორი