ბიზნესი
08/07/2020

საქართველო ბიზნესვიზიტებისთვის ღიაა

საქართველოში ბიზნესვიზიტით უცხო ქვეყნის მოქალაქე ნებისმიერი ქვეყნიდან უპრობლემოდ ჩამოვა, - ეს გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს მიიღო.

“წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსების და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით საქმიანი ვიზიტით ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ მოქალაქეს მივიღებთ. საქმიანი ვიზიტით ჩამოსულ სტრუმრებს ეკისრებათ ვალდებულება ყოველ 72 საათში ერთხელ საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კორონა ვირუსზე PCR ტესტი, ან გაიარონ 14 დღიანი კარანტინი ასევე საკუთარი სახსრებით. ეს იმ ქვეყნების მოქალაქეებს არ ეხებათ, რომელთანაც საზღვრები გავხსენით”,- აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსნებთ, რომ საქართველომ საზღვარი გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიტუვას და ესტონეთს გაუხსნა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები