ბიზნესი
25/06/2020

საკვები პროდუქციის ვაჭრობაში ბუნებრივი დანაკარგები ჩამოიწერება

სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგები ჩამოიწერება, - გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ უკვე მიიღო.

როგორც პრემიერმა თქვა, ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში სულ დავის საგანი იყო ფინანსთა სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის.

"ფინანსთა სამინისტრომ საბოლოოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ფაქტობრივად, ქმნის იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ ბუნებრივი დანაკარგები ამ სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნეს სექტორს გაუმარტივებს ცხოვრებას და ოპერირებას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები