ბიზნესი
14/07/2020

საწვავის იმპორტი გაზრდილია

2020 წლის იანვარ-ივნისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი წლიურ ჭრილში გაზრდილია 0.7%-ით და 497,9 ათასი ტონას აღწევს.

საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 244,1 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 259,7 ათასი ტონა - შედარებით 15,6 ათასი ტონით ანუ 6%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 253,8 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 234,6 ათასი ტონა - შედარებით 19,2 ათასი ტონით ანუ 8,2%-ით).

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საწვავის იმპორტი გაიზარდა პანდემია Covid-19-სა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვების მიუხედავად. ყოველივე ეს კი, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, განპირობებულია იმით, რომ კარანტინი უფრო დიდი ხნით არ გაგრძელდა და რიგი ეკონომიკური დარგები შედარებით ადრე გაიხსნა.

"საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის მატებით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება როგორც აღურიცხავი და კონტრაბანდული პროდუქციის ხვედრითი წილის მინიმუმამდე დაყვანას, ასევე სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას", - აღნიშნავენ კავშირში.

 

Businesspartner