ბიზნესი
01/07/2020

სილქნეტი: მფლობელ კომპანიაში მეწილეების ცვლილება ბენეფიციარი მფლობელების ცვლილებას არ იწვევს

„სილქნეტის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეების ცვლილება, „სილქნეტის“ ბენეფიციარი მფლობელების ცვლილებას არ იწვევს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიაში განუცხადეს.

ოფიციალური მონაცემებით, გარიგების მიუხედავად, „სილქნეტის“  58.81%-ის მფლობელი კვლავ გიორგი რამიშვილი, 27.15% - ალექსი თოფურია, 9.04% - დევიდ ფრანც ბორგერი, 5% დავით მამულაიშვილი იქნებიან.

როგორც „ბაზნესპარტნიორისთვის“ გახდა ცნობილი საკომუნიკაციო კომპანიის „სილქნეტის“ მფლობელი „სილქნეტ ჰოლდინგის“ 95% მალტაში რეგისტრირებულ კომპანია „პრომეთეუს ჰოლდინგს ლიმიტედზე“ გაიყიდა, 5% კვლავ „რაინსტრიმ ჰოლდინგს ლიმიტედ“-ს რჩება.

გარიგების ღირებულება 135.28 მლნ დოლარია, რომელიც მყიდველმა 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაუხადოს, იმ დროისათვის ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.

2020 წლის I კვარტალის ბოლოს „პრომეთეუს ჰოლდინგს ლიმიტედში“  გიორგი რამიშვილი  ფლობდა 61,90%-ს,  ალექსი თოფურია - 28,58% -ს, დევიდ ფრანც ბორგერი, გერმანია - 9,52%.

Businesspartner

მთავარი სიახლეები