ბიზნესი
18/06/2020

სტუდენტის წარმატებული ბიზნესი - სლაში ფრანჩიზის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს დუბაისთან და სომხეთთან იწყებს

ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია ფრანჩიზის გაყიდვაზე დუბაისთან და სომხეთთან მოლაპარაკებებს იწყებს.

სლაში ბაზარზე სამი წლის წინ გამოჩნდა და გაყინული ხილის შეიკებისა და ჟელიბონების წარმოება დაიწყო. კომპანია ექსპორტზე ახალ ზელანდიაში წარმატებით გავიდა.

სლაშის დამფუძნებლის განმარტებით, გარდა საერთაშორისო წარმატებისა, გაფართოება ადგილობრივ ბაზარზეც მიმდინარეობს. თვის ბოლომდე პროდუქციის გაყიდვა ტურისტულად აქტიურ რეგიონებშიც დაიწყება.

ერთი სტუდენტის წარმატებული ბიზნესი დღეს 20-მდე მუდმივ სამუშაო ადგილს ქმნის, სადაც ძირითადად ისევ სტუდენტები არიან დასაქმებული.

ბიზნესპარტნიორი