ეკონომიკა
22/06/2020

ADB წელს საქართველოში 5%-იან ინფლაციას ელის

აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2020 წელს საქართველოში 5%-იან ინფლაციას ელის. მაჩვენებელი წინა პროგნოზთან შედარებით 0,5%-ული პუნქტით არის გაზრდილი.

საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით, 2021 წელს ინფლაციის მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება და 3,5% იქნება.

სებ-ის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არაერთხელ განმარტა, რომ ინლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არ ნიშნავს ინფლაციის მაქსიმალურ დონეს, ან ინფლაციის ლიმიტს. "როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ინფლაციის მიზნობირივი მაჩვენებელი არის 3%, ჩვენ არ ვგულისმობთ ინფლაციას 0-დან 3%-მდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციიას 3%-თან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში ფასების სტაბილურობა ყველაზე ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძევადიანი ეკონომიკური ზრდა სხვა ალტერნატიულ რეჟიმებთან შედარებით ყველაზე მაღალი და მდგრადია", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ADB ანგარიშში მიათითებს, რომ განვითარებად აზიაში ინფლაცია 2020 წელს 2.9%-ს შეადგენს, რაც აპრილში ნავარაუდევ 3.2%-ზე დაბალია და მოთხოვნის შემცირებულ მოცულობასა და ნავთობზე დაბალ ფასებს ასახავს.

ბიზნესპარტნიორი

ბიზნესგარემო და რეგულაციები

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია და საქართველო

შვედეთის პროექტები საქართველოში

საკონსულტაციო მომსახურების როლი პანდემიის პირობებში

შრომის ბაზარი პანდემიის პირობებში

ბიზნესომბუდსმენის როლი პანდემიის პირობებში

სუბსიდირებული ეკონომიკის პერსპექტივა

თევზსაშენი მეურნეობების პერსპექტივა საქართველოში

იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის პროგრამა იწყება

რთველი 2020 და სახელმწიფო დახმარების პროგრამა

როგორი უნდა იყოს საქართველოს ახალი ეკონომიკური მოდელი

ციფრული ერა - შესაძლებლობები და საფრთხეები

ლავანდის ველები საქართველოში

ქართული კოსმეტიკური ბრენდის წარმატება დიდ ბრიტანეთში