ეკონომიკა
19/06/2020

ეკონომიკა I კვარტალში 2,2%-ით გაიზარდა - რომელ სექტორში იყო ზრდა

პანდემიის გავლენა წლის დასაწყისისთვის შედარებით მსუბუქი იყო. საქართველოში 2020 წლის I კვარტალში ეკონომიკა პლუსებში დარჩა და 2.2%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11,063 მლრდ ლარი შეადგინა.

დეფლატორი გაიზარდა 6.1%-ით.

ზრდა აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.5%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.2%), დამამუშავებელი მრეწველობა (5.7%), მშენებლობა (6.7%), განათლება (7.5%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (4.2%), ტრანსპორტი და დასაწყობება (4.7%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (1.6%).

კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-13.1%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-6.1%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.6%).

Businesspartner