ეკონომიკა
23/06/2020

ილია გიორგაძე: ივლისში საქართველოში ესპანეთის სამთავრობო ტური იგეგმება

საქართველოში ივლისის მეორე ნახევარში ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელთა ტური იგეგმება.

როგორც ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული" განაცხადა, ტურის დეტალებზე ესპანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები დაწყებულია.

"საქართველოსადმი დიდი ინტერესი გამოიჩინა ტურიზმის მინისტრმა, რომელიც საქართველოში ეკონომიკის მინისტრმა მოიწვია. ტურში მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიები, UNWTO-ს ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საერთაშორისო მედია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი გაიმართება მაშინ როდესაც საერთაშორისო საზღვრები გაიხსნება, ეს იქნება პირველი საერთაშორისო ვიზიტი, ტესტსაჩვენებელი მგზავრობა თუ როგორ უნდა ვიმგზავროთ მომავალში COVID-ის გარეშე უსაფრთხოდ", - განაცხადა ელჩმა. 

მისივე თქმით, პანდემიასთან დაკავშირებით ესპანურ მედიაში აქტიურად ქვეყნდებოდა COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიღწევებზე და საქართველო შედის TOP-5 ქვეყანაში, სადაც მგზავრობა და ტურიზმი არის უსაფრთხო.

ილია გიორგაძის თქმით, ესპანურ დელეგაციაში წარმოდგენილი იქნება ტუროპერატორები და მსხვილი კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტურიზმში ინვესტირებით. "ეს იქნება ძალიან სერიოზული ვიზიტი იქნება."

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები