ეკონომიკა
11/06/2020

ინტერვენციის შემდეგ ლარი ისევ გამყარდა

გუშინდელი ინტერვენციის შემდეგ ლარი გამყარდა.

11 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0387 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.06 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.4577 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.26 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4470 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.8570 ლარი
ეღირება.

სებ-მა გუშინ სავალუტო აუქციონზე $40 მლნ გამოიტანა, თუმცა გაიყიდა მხოლოდ $29,65 მლნ. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0372 შეადგინა.

ბიზნესპარტნიორი