ეკონომიკა
22/06/2020

რა წიაღისეული სიმდიდრე გვაქვს - აღწერაში საქართველოს აშშ დაეხმარება

აშშ საქართველოს წიაღისეულის აღწერაში დაეხმარება. როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, შეთანხმება მალე გაფორმდება.

„აშშ გაგვიწევს დახმარებას სამთო მომპოვებელ ინდუსტრიაში. ის ჩვენს მინერალურ რესურსს, წიაღისეულს დეტალურად აღწერს. მალე ხელი მოეწერება მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ და ჩვენ, აშშ - ის დახმარებით, გვექნება დეტალური გეოლოგიური ინფორმაცია იმისთვის, რომ უფრო მეტად მოვიზიდოთ ინვესტორები სწორედ სამთო მომპოვებელ დარგში და მათ შორის, აშშ - დან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ.

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს ამერიკულ მხარესთან საქართველოს სამთომოპოვებით სექტორში სამომავლო თანამშრომლობას ეხება.

სექტორში წინასწარი კვლევის მიზანი ქვეყანაში არსებული წიაღისეულის და მინერალური რესურსების პოტენციალის განსაზღვრაა, რაც, თავის მხრივ, სამინისტროს მოლოდინით ხელს შეუწყობს დარგში ინვესტიციების, მათ შორის, ამერიკული ინვესტიციების განხორციელებას.

მემორანდუმის დეტალებზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. აშშ-ს ელჩმა საქართველოში დაადასტურა რომ ამ პროექტის განხორციელებას მისი მხარდაჭერაც ექნება.

ბიზნესპარტნიორი

ბიზნესგარემო და რეგულაციები

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია და საქართველო

შვედეთის პროექტები საქართველოში

საკონსულტაციო მომსახურების როლი პანდემიის პირობებში

შრომის ბაზარი პანდემიის პირობებში

ბიზნესომბუდსმენის როლი პანდემიის პირობებში

სუბსიდირებული ეკონომიკის პერსპექტივა

თევზსაშენი მეურნეობების პერსპექტივა საქართველოში

იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის პროგრამა იწყება

რთველი 2020 და სახელმწიფო დახმარების პროგრამა

როგორი უნდა იყოს საქართველოს ახალი ეკონომიკური მოდელი

ციფრული ერა - შესაძლებლობები და საფრთხეები

ლავანდის ველები საქართველოში

ქართული კოსმეტიკური ბრენდის წარმატება დიდ ბრიტანეთში