ეკონომიკა
07/07/2020

საქართველოს შესაძლოა აშშ-ს მიერ გამოყოფილი თანხის ათვისება შეეზღუდოს

საქართველოს შესაძლოა აშშ-ს მიერ გამოყოფილი თანხის ათვისება შეეზღუდოს. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა დაარეგისტრირა სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტში ცვლილებები.

ამ ცვლილებების მიხედვით, პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაციით, საქართველოსთვის $132 მლნ-ის დახმარებიდან 15% არ გაიცემა, სანამ სახელმწიფო მდივნის მიერ არ დადინდება, რომ საქართველოს მთავრობა დგამს შესაბამის ნაბიჯებს რათა: A) განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები B) ებრძოლოს კორუფციას C) კერძო სექტორთან მიმართებაში დაიცვას კანონის უზენაესობა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროვებისაგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებლი, რასაც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციას ჯერ მხოლოდ კანონპროექტის სახე აქვს და დამტკიცებას საჭიროებს.

 

Businesspartner