ეკონომიკა
13/07/2020

სახელმწიფო ვალი რეკორდულ ნიშნულზეა

სახელმწიფო ვალი რეკორდულ ნიშნულზეა.

ივნისის ბოლოს ქვეყანას შიდა და უცხოელი კრედიტორების მიმართ 24.1 მლრდ ლარი ემართა, ბოლო 1 თვეში ზრდა 330.2 მლნ-ია.

ივნისში ქვეყანამ დონორებისგან 163.2 მლნ დოლარი ისესხა, რითაც საგარეო ვალი 6.142 მლრდ დოლარი ანუ 18.77 მლრდ ლარი გახდა.

მასშტაბური იყო შიდა ვალის ზრდაც - 554 მლნ ლარის მოცულობით. ქვეყნის საშინაო ვალი 5.34 მლრდ ლარს აღემატება.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველო დონორებისგან 1.5 მილიარდ დოლარს სესხულობს.

2020 წელს მთავრობა საგარეო ვალის 6.1 მილიარდი ლარით, ხოლო საშინაო ვალის 1.8 მილიარდი ლარით გაზრდას გეგმავს. არსებული პროგნოზის მიხედვით, წლის ბოლოსთვის ვალის მოცულობა მშპ-ს 55%-ს მიუახლოვდება.

მთავრობა გეგმავს 2021 წლიდან ფისკალური კონსოლიდაცია დაიწყოს.

ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, 2021 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდება ვალის აღების მაჩვენებელი და შესაბამისად უკვე მომდევნო წელსვე ნაწილობრივ შემცირდება ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში

 

Businesspartner