ეკონომიკა
19/06/2020

შეინ როზენტალი: საქართველოს უნიკალური შანსი აქვს ეკონომიკური ზრდის ახალი ეტაპის დასაწყებად

„ეკონომიკური აქტივობების ეტაპობრივი გახსნის პროცესში საქართველოს უნიკალური საშუალება ეძლევა ეკონომიკური ზრდის ახალი ეტაპის დასაწყებად, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური იქნება“ , - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი შეინ როზენტალი წერს.

ADB-ის წარმომადგენელი აზიის განვითარების ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ბლოგში აღნიშნავს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნის რეაგირება იყო აღსანიშნავად კარგი და საქართველოს მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

ADB-ის წარმომადგენელი წერს, რომ საქართველოსადმი ნდობამ განაპირობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ფინანსური დახმარების პაკეტების სწრაფი შემუშავება, პადემიასთან გამკლავებისა და მასზე რეაგირების მხარდასაჭერად.

„საქართველოსადმი ნდობამ განაპირობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ფინანსური დახმარების პაკეტების სწრაფი შემუშავება, პადემიასთან გამკლავების და მასზე რეაგირების მხარდასაჭერად, რაც მოიცავს 100 მლნ აშშ დოლარის სესხს აზიის განვითარების ბანკისგან. ეს ფინანსური რესურსი მთავრობას პანდემიის შეკავების ყოვლისმომცველი პროგრამის, მოწყვლადი ჯგუფებისთვის საარსებო პირობების უზრუნველყოფისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის დაფინანსებაში დაეხმარება,“- წერს შეინ როზენტალი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები