ეკონომიკა
13/07/2020

WTPO Awards 2020-ზე სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საუკეთესო უწყებად დასახელდა

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" WTPO Awards 2020 ფარგლებში, ექსპორტის სტიმულირების და მხარდაჭერის კუთხით ერთ-ერთ საუკეთესო უწყებად დასახელდა.

კონკურსი საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც გაერთიანებული ერების და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის საერთო სააგენტოა.

ფინალში გამოვლინდნენ ორგანიზაციები, რომლებიც ახალისებენ ექსპორტის განვითარების ინოვაციურ და ეფექტურ ინიციატივებს. ორგანიზაციებმა უნდა აჩვენონ, რომ ისინი ეხმარებიან მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს გახდნენ კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე.

როგორ აკეთებს ამას ქართული სააგენტო, "ბიზნესპარტნიორთან" დეტალებზე სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მამუკელაშვილმა ისაუბრა.

 

Businesspartner