ენერგეტიკა
07/07/2020

დავით ნარმანია: ჰესების აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ინვესტორებს აფრთხობს

სემეკის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოში ჰესების აშენების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები ინვესტორებს აფრთხობს. დავით ნარმანია „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განმარტავს, რომ საპროტესტო აქციები არასწორია განსაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხშირად იმპორტირებული ელექტროენერგია სჭირდება.

„როცა ბაზარს უყურებს ინვესტორი, ბაზარი მას სიგნალს აძლევს. როცა ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, გენერაციის შესაძლებლობები შეზღუდულია და ენერგიის გაყიდვის ახალი წყარო ჩანს, ასეთ შემთხვევაში ის თვითნაც ინტერესდება. როდესაც ინვესტორი უყურებს, რომ ადგილობრივი გენერაცია არასაკმარისია და ქვეყანას იმპორტი სჭირდება, მათ შორის ხანდახან ზაფხულის თვეებშიც კი, ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას და დებს ინვესტიციას. თუმცა, ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა ჰესების მშენებლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები. ამან ინვესტორები ცოტათი დააფრთხო. ზოგჯერ ე.წ უწყინარი ჰესების წინააღმდეგაც გაიშალა ბრძოლის ფრონტი. ეს არასწორია. უწყინარი ჰესი არის ჰესი, რომელსაც მოსახლეობასთან შეხება არ აქვს, დიდი ტბორი არ კეთდება, გარემოსა და ეკოლოგიაზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას არ ახდენს და ა.შ“,- აღნიშნა ნარმანიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები