ენერგეტიკა
02/07/2020

მთავრობამ ელექტროსადგურების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ელექტროსადგრების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. სამთავრობო გუნდში განმარტავენ, რომ ინიციატივა ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

„ხანგრძლივი მსჯელობა მიდიოდა იმაზე, თუ როგორ დაუჭიროს მხარი სახელმწიფომ იმ ინვესტორებს, ვისაც მცირე და საშუალო ჰიდროსადგურების განვითარების სურვილი აქვს. რამდენიმე ხნის წინ დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა, სადაც განხორციელდება საათობრივი ვაჭრობა. ამ შედეგებზე დაყრდნობით შემოვიღეთ წესი, რომ მცირე და საშუალო ჰიდროსადგურებში ინვესიტიციის მოსურნე ადამიანები და კომპანიები ივაჭრებენ ამ ბირჟაზე და იქ მიღებულ შემოსავალთან ერთად მიიღებენ სულ მცირე 1.5 ცენტს გამომუშვებული ელექტროენერგიის 1 კილოვატ საათზე. ეს არის ე.წ „ფიდინგ პრემიუმი“, ევროპული პრაქტიკა, რისი წყალობითაც ენერგეტიკული სექტორი საინვესტიციოდ მიმზიდველი გახდება. ეს მექანიზმი ნაწილობრივ საბაზრო პრინციპებზეა დაყრდნობილი, თუმცა რჩება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც უზრუნველყოფს იმ რისკების განეიტრალებას, რაც ბაზრის ფასის ცვალებადობასთანაა დაკავშირებული. ამ დარგში ინვესტიციების მოზიდვა უფრო მარტივი იქნება. მეტად განვითარდება და უფრო ავითვისებთ მწვანე ენერგეტიკას. ადრიან ეტაპზე შესაძლებელი იქნება შეიკრას დაფინანსება. ასევე შესაძლებელი იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორების, ბანკების მოზიდვა კონკრეტულად ამ პროექტებში“,- განმარტა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები