ფინანსები
26/06/2020

ბაზარი იპოთეკური დაკრედიტების მოლოდინში

თიბისი კაპიტალი მომავალი კვირიდან უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესებას ელის. მიზეზი უკვე ამოქმედებული იპოთეკური დაკრედიტებაა. 

ამ ეტაპზე საინვესტიციო ბანკი ბაზარზე მცირედ გაუმჯობესებაზე აცხადებს.

წლიურ ჭრილში 21 ივნისის კვირაში გაცემული იპოთეკური სესხების 7 დღის საშუალო მაჩვენებელი ისევ გაუარესებულია და -32% შეადგინა. ორი კვირის წინ ნახტომი 2019 წლის ივნისის სუსტმა ბაზისმა გამოიწვია, თუმცა ახალი იპოთეკური სესხების გაცემები 2020 წლის იანვარ-თებერვლის ყოველკვირეულ საშუალოსთან შედარებით 16%-ით არის შემცირებული და გაუმჯობესების შედარებით სტაბილურ ტენდენციას აჩვენებს.

18 ივნისის მდგომარეობით, თბილისში გაყიდული ბინების 7 დღის საშუალო მაჩვენებლის ცვლილება წინა კვირის მაჩვენებელთან (-45% წ/წ) შედარებით მცირედ გაუმჯობესდა და წ/წ -41% შეადგინა. იან-თებ პერიოდის საშუალოსთან შედარებით პერიოდთან
შედარებით კლება -21%-ს შეადგენს.

5 წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის 4%-ის სუბსიდირებას მოახდენს.

მთავრობის გაცხადებით სუბსიდირება შეეხება ყველა კრედიტს, რომელიც გაფორმდება წლის ბოლომდე, თუმცა პირობა მხოლოდ 200 0000 ლარის სესხზე მოქმედებს. სულ გათვალისწინებულია 70 მლნ ლარი.

მეორე მხრივ სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას 20%-ის, გარანტიაც 5 წლიანი და ვრცელდებაწლის ბოლომდე დამტკიცებულ სესხებზე. ამ შემთხვევაში ბიუჯეტი 14 მლნ-ია.

 

ბიზნესპარტნიორი

09:00

პანდემია და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები

ბიზნესგარემო და რეგულაციები

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია და საქართველო

შვედეთის პროექტები საქართველოში

საკონსულტაციო მომსახურების როლი პანდემიის პირობებში

შრომის ბაზარი პანდემიის პირობებში

ბიზნესომბუდსმენის როლი პანდემიის პირობებში

სუბსიდირებული ეკონომიკის პერსპექტივა

თევზსაშენი მეურნეობების პერსპექტივა საქართველოში

იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის პროგრამა იწყება

რთველი 2020 და სახელმწიფო დახმარების პროგრამა

როგორი უნდა იყოს საქართველოს ახალი ეკონომიკური მოდელი

ციფრული ერა - შესაძლებლობები და საფრთხეები

ლავანდის ველები საქართველოში

ქართული კოსმეტიკური ბრენდის წარმატება დიდ ბრიტანეთში

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პერსპექტივა

ჩინეთის, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთკავშირი

საქართველოს საექსპორტო პოტენციალი