ფინანსები
30/04/2020
ავტორი: Business Partner

ბენეფიტები ეკოსისტემიდან – თიბისიმ 10 მილიონის შემოსავალი მიიღო

ბოლო პერიოდში ციფრული ეკოსისტემის განვითარება ქართული ბანკების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა.

ბიზნესპარტნიორი დაინტერესდა რა შემოსავალი მოუტანა „თიბისის“  ციფრულმა ეკოსისტემებმა.

ბანკის წლიური ანგარიშიდან ირკვევა, თიბისის ელექტრონული პლატფორმებიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 2019 წელს 10 მლნ ლარი იყო.

უფრო კონკრეტულად თუ ჩავშლით:  უძრავი ქონების პლატფორმის Livo -ს  წლიური შემოსავალი 2.5 მილიონი ლარი იყო, თუმცა აქ 2.2 მლნ თიბისის კონტრიბუციაა, უძრავი ქონების შეფასებისთვის.

Myhome -ის წლიურმა შემოსავალმა 1.4 მლნ შეადგინა,  Vendoo -ს 2.4 მილიონის ამონგები ჰქონდა, Mymarket -ს – 1.2 მილიონნი.

ჯგუფის პლატფორმებს შორისაა Myauto & Myparts-ი. შემოსავალი ამ პლატფორმიდან 2.5 მლნ იყო.

თიბისი ციფრული ეკოსოსტემების განვითარების კუთხით აქტიურობას გეგმავს და ამ პლატფორმების განვითარებაში დამატებითი ინვესტიციების ჩადებასაც განიხილავს.

Businesspartner