ფინანსები
29/06/2020

დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი ₾15 000-მდე იზრდება

1-ლი ივლისიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 15 ათას ლარამდე იზრდება, - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნებულია.

„2020 წლის 1 ივლისიდან, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ყველა ფიზიკური პირის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული თანხა, დეპოზიტების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 15,000 ლარის ფარგლებში. კომერციულ ბანკში ყველა ფიზიკური პირის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე.“-აღნიშნულია ბრძანებაში.

ამ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში 5 000 ლარამდე დეპოზიტებია დაზღვეული.

Businesspartner