ფინანსები
18/06/2020

ღია ბანკის ბენეფიტები - სებ-ის განახლებული სტრატეგია

ერთი დისტანციური არხით ერთდროულად რამდენიმე საბანკო ანგარიშზე წვდომის საშუალებას იძლევა „ღია ბანკინგი“, რაც სებ-ის საზედამხედველო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეონა კონტრიძემ ბიზნესპარტნიორში დაანონსა.

„რატომ არის ღია ბანკინგი კარგი - ხელს უწყობს მომხარებლისთვის საბანკო პროდუქტების გამრავალფეროვნებას. ასევე საფინანსო ინსტიტუტს კლიენტზე მეტი ინფორმაცია მათზე უფრო მორგებული პროდუქტის შეთავაზების საშუალებას აძლვეს“.

ყველა მარტივი დოკუმენტის მაგალითი რომ განვიხილოთ, კლიენტს შემოსავლებზე ინფორმაციის ერთი ბანკიდან მეორეში წაღება აღარ დასჭირდება. ჯერ ინტერფეისზე მუშაობენ და მომავალი წლისთვის უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, როცა სტრატეგიას საგადახდო პროვაუდერებიც მიუერთდება, რაშიც მოსალოდნელი სერტიფიცირებაც გასათვალისწინებელია. პროექტის რეალიზაციის და მართვის ტექნიკური ნაწილი მოსამზადებელია.

სებ-ის ახლადგამოქვეყნებულ სტრატეგიაში გათვალისწინებულია ჯვარედინი გაყიდვების მონიტორინგის გაძლიერება. ბანკთან დაკავშირებულ პირს სხვა მომხმარებელთან შედარებით უკეთესი პირობები არ უნდა შესთავაზოს. ბანკთან დაკავშირებულ კატეგორიაში იგულისხმება სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მენეჯერი, აქციონერი ან მათი ნათესავი.

სებ-ის ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბიზნესპარტნიორში განაცხადა, რომ ინტერესთა კონფლიქტის საკითხები მუდმივად სებ-ის ზედმხედველობაშია. მონიტორინგის გაძლიერება კი საბანკო ჯგუფების გაფართოებამ განაპირობა, ეკოსისტემებმა ახალი შეთავაზებები გააჩინა. ეს რისკების შემცირებას და კონკურენციის გაზრდას ემსახურება, ჯერ სარეკომენდაციო ხასიათისაა და რეგულაციის სახეს მიიღებს.

სებ-მა საზედამხედველო მანდატის ეფექტიანობისთვის ყოველწლიური სტრატეგიის გამოქვეყნებაზე ოთხშაბათს განაცხადა. პანდემიამდე მომზადებულ დოკუმენტში ცვლილებები მოუწია. გლობალურ თანამედროვე ბაზრების დამახასიათებელ საოპერაციო გამოწვევებს, პანდემიის გავლენით გამოწვეულიც დაემატა. გლობალიზაციის,  ტექნოლოგიების ზრდის და კიბერუსართხოების გამოწვევების გარდა ბიზნესმოდელებში არაფინანსურის რისკების გათვალისწინებაც მოიაზრება, რომელიც ბიზნესს მეტი სოციალური პასუხისმგებლობისკენ უბიძგებს (სოციალური, გარემოდაცვითი გენდერუილი). სებ-მა  საოპერაციო გამოწვევებს და მოლოდინებს უნდა უპასუხოს.

დოკუმენტის თანახმად, სებ-ი საზედამხედველო ნორმების დაწესებაზე 1-წლიან  მორატორიუმს აცხადებს, თუმცა მხოლოდ ევროდირექტივებთან მიახლოების ნაწილი გადავადდება. რეზოლუციის ჩარჩოს თანმდევი კანონები წელს მისაღებია.

საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავს მომავალი 3 წლის (2020-2022 წ.წ.) სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და მისი შესრულებისათვის საჭირო ვადებსა და საქმიანობებს.

დოკუმენტი ყოველწლიურად განახლდება, რაც არ გულისხმობს საზედამხედველო პრიორიტეტების ყოველწლიურ ცვლილებას, არამედ, ამ პრიორიტეტების გეგმის/ვადების შესაძლო ცვლილებებს, საზედამხედველო მანდატისა და მისიის ეფექტიანად შესასრულებლად.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები