ფინანსები
09/06/2020

ირაკლი ბურდილაძე: იპოთეკური სესხების სუბსიდირება ჭარბვალიანობას არ გაზრდის

მოსაზრება იმის შესახებ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირება ჭარბვალიანობას გაზრდის არასწორია, - განაცხადა „m2 უძრავი ქონების“ თანადირექტორმა გადაცემაში „ბიზნეპარტნიორის ოთხეული“.

ირაკლი ბურდილაძის განმარტებით, დასუბსიდირებული სესხების გაცემა  პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით მოხდება რაც თავის მხრივ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს, მეორე მხრივ კი არის სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ ჭარბვალიანობას ქვეყანაში არა იპოთეკური, არამედ სამომხმარებლო სესხები იწვევს.

მისივე თქმით, იპოთეკური სესხების პორტფელის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან საქართველოში 14%-ს არ აღემატება განვითარებულ ქვეყნებში კი ეს მაჩვენებელი 40%-ს აღწევს, შესაბამისად, იპოთეკური სესხების დამატება ჭარბვალიანობას არ გამოიწვევს.

ბიზნესპარტნიორი