ფინანსები
17/06/2020

m² უძრავი ქონების ობლიგაციებზე $12 170-ის გარიგება დაიდო

საფონდო ბირჟაზე m² უძრავი ქონების ობლიგაციებზე 12 170 დოლარის გარიგება დაიდო.

ერთი გარიგების შედეგად 12 ობლიგაცია გაიყიდა, ნომინალური ღირებულება 1014 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნაა. ერთ თვეში კომპანიის $68 719-ის ობლიგაციებით ივაჭრეს.

კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 35 მლნ დოლარის ობლიგაციები 2019 წლის ნოემბერში განათავსა.

სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც კვარტალში ერთხელ ხდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები