ფინანსები
10/06/2020

m² უძრავი ქონების ობლიგაციებზე ₾31 370-ის გარიგება დაიდო

საფონდო ბირჟაზე m² უძრავი ქონების ობლიგაციებზე 31 370 ლარის გარიგება დაიდო.

2 დღეში 2 გარიგების შედეგად 31 ობლიგაცია გაიყიდა, ნომინალური ღირებულება 1012 ლარი.

კომპანიამ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 35 მლნ დოლარის ობლიგაციები 2019 წლის ნოემბერში განათავსა.

სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც კვარტალში ერთხელ ხდება.

Businesspartner