ფინანსები
22/06/2020

თიბისი ტექნოლოგიურ პროექტებზე მომუშავე გუნდს 35%-ით ზრდის

თიბისი, როგორც რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია, განაგრძობს ტექნოლოგიური პროდუქტების შეთავაზებას მომხმარებლისთვის და 2020 წელს ამ მიმართულებით 200-მდე თანამშრომელს დაასაქმებს, რაც დაახლოებით 35%-ით გაზრდის ტექნოლოგიურ პოზიციებზე დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობას.

ისინი კომპანიაში ისეთ პოზიციებს დაიკავებენ, როგორიცაა iOS და Android დეველოპერი, Back-end და front-ent  დეველოპერი, CJE (customer journey expert) - ციფრული სერვის ექსპერტი, სისტემის ანალიტიკოსი, UX და UI დიზაინერები და სხვა.

გლობალური პანდემიის პერიოდში, თიბისიმ არა მარტო შეინარჩუნა ყველა თანამშრომელი, არამედ გაზრდილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ახალი პოზიციები დაამატა ტექნოლოგიური მიმართულებით,  პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელება და ჯამში ტექნოლოგიურ გუნდს 200-მდე ახალი პოზიცია დაემატება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისის მიერ არჩეულ სტრატეგიას ტექნოლოგიური პროდუქტების შეთავაზებით გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება.  

გარდა ამისა, თიბისი აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიების განათლებით კუთხითაც. თიბისის IT აკადემია დღემდე 63-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა და ყველა მათგანი თიბისიში დასაქმდა. თანამშრომელთა განათლების კუთხით კი, შექმნილია მონაცემთა ანალიზის შემსწავლელი კურსი, რომელიც უკვე გაიარა 2000 - მდე თიბისელმა.

ამ შეთავაზებამდე თიბისის თანამშრომელთა დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა და სწორედ ამ პერიოდში მომხმარებლებს არაერთი ტექნოლოგიური სიახლე შესთავაზა.  ახლა უკვე შესაძლებელია მობაილ და ინტერნეტ ბანკის საშუალებით ციფრული ბარათის აღება,  პირადი ნომრით თანხის გადარიცხვა.

კომპანიებს, რომლებსაც არ ჰქონდათ ონლაინ ვაჭრობისთვის განკუთვნილი ვებგვერდები, თიბისის და VISA-ს ერთობლი პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ, დაეწყოთ ელექტრონული კომერცია, ამ შეთავაზებით 450-მდე კომპანიამ ისარგებლა.

გაციფრულების ახალ ტალღაში წლის ბოლომდე კიდევ არაერთი პროდუქტის თუ სერვისის დანერგვა იგეგმება, მათ შორის ერთ-ერთია სრულიად ახალი მობაილბანკი ბიზნესებისა და იურიდიული პირებისთვის.

აქ და ახლა კი, კომპანიში 7000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 29 წელია. თიბისის ახალგაზრდა და ამბიციური გუნდის დამსახურებაა ის საერთაშორისო ექსპანიაც, რაც კომპანიამ განახორციელა - სულ მალე უზბეკეთში ტექნოლოგიურ პრინციპებზე დაფუძნებული, ახალი კონცეფციის ფილიალი გახსნება, ხოლო პირველი ქართული ნეობანკით Space-ით სარგებლობას გერმანიაში შეძლებენ.

 

ბიზნესპარტნიორი

09:00

პანდემია და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები

ბიზნესგარემო და რეგულაციები

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია და საქართველო

შვედეთის პროექტები საქართველოში

საკონსულტაციო მომსახურების როლი პანდემიის პირობებში

შრომის ბაზარი პანდემიის პირობებში

ბიზნესომბუდსმენის როლი პანდემიის პირობებში

სუბსიდირებული ეკონომიკის პერსპექტივა

თევზსაშენი მეურნეობების პერსპექტივა საქართველოში

იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის პროგრამა იწყება

რთველი 2020 და სახელმწიფო დახმარების პროგრამა

როგორი უნდა იყოს საქართველოს ახალი ეკონომიკური მოდელი

ციფრული ერა - შესაძლებლობები და საფრთხეები

ლავანდის ველები საქართველოში

ქართული კოსმეტიკური ბრენდის წარმატება დიდ ბრიტანეთში

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პერსპექტივა

ჩინეთის, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთკავშირი

საქართველოს საექსპორტო პოტენციალი