ფინანსები
23/06/2020

თიბისიმ EBRD-ისგან $100 მლნ-ის რესურსი მოიზიდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თიბისი ბანკისთვის $100 მლნ-ის დაფინანსების გამოყოფაზე აცხადებს.

EBRD-ის ცნობით, ბანკისთვის თანხა ხელმისაწვდომი იქნება როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე აშშ დოლარში.

ბანკი დაფინანსებას 2 ტრანშად მიიღებს, თანაბარი მოცულობებით.

საფინანსო ინსტიტუტი თიბისის დაფინანსებას მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად COVID-ის პანდემიის ფონზე გამოუყოფს.

ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მედიასთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ბანკმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან პანდემიის პერიოდში $154 მლნ მოიზიდა, $450 მლნ-ის მოზიდვა კი წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

ბიზნესპარტნიორი