მსოფლიო
03/07/2020

ბეჭედი $2 მლნ-ად - ONLINE გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული სამკაული

ONLINE გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული სამკაული ბრილიანტის ბეჭედი გახდა. 28.86-კარატიანი ქვით დამშვენებული ბეჭედი Christie’s ონლაინ ვაჭრობაზე გასხვისდა.

ბეჭედის შესყიდვაზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. ვაჭრობაში 30 მყიდველი იყო ჩართული და საბოლოოდ ფასი  2.115 მილიონამდე გაიზარდა. 

ქვას უმაღლესი ხარისხის გეოლოგიური მახასიათებლები აქვს: ფერი - D, სიწმინდე - VVS1, ტიპი -  IIa

აღსანიშნავია, რომ Christie’s აუქციონზე გამოტანილია კიდევ ერთი ბრილიანტი - Fancy Intense Blue. გაჯერებული ცისფერი ფერის ქვის წონა 12.11 კარატია. წინასწარი შეფასებით, ბრილიანტის ღირებულება 8-12 მლნ დოლარია.

Businesspartner