საზოგადოება
22/06/2020

84 564 თვითდასაქმებულზე ₾25,4 მლნ-ზე მეტის კომპენსაცია უკვე გაიცა

144 674 დარეგისტირებული თვითდასაქმებულიდან 84 564-მა  25,4 მლნ ლარის 300-ლარიანი კომეპენსაცია უკვე მიიღო.

დასაქმების სააგენტოს ცნობით, 19 ივნისის მდგომარეობით, 6 თვიანი ₾1 200 ანაზღაურების პირველი ₾200, სულ, 18 155 000 ლარი ჩაერიცხა 90 775  დასაქმებულს, ვისაც პანდემიის გამო ხელფასი შეუმცირდა ან  შეუჩერდა. 

ფინანსთა სამინისტრო კომპანიებს მოუწოდებს დასაქმებულების სია 22 ივნისამდე წარუდგინოს.  

დადგენილებაში ახალი ცვლილებით, კომპენსაციის მიმღებთა იდენტიფიცირების ინტერვალი იზრდება. გაითვალისწინება 2020 წლამდე 6 თვეც, რომ ხელფასის არათანაბრად ჩარიცხვის გამო დასაქმებული კომპენსაციის მიმღებთა სიის მიღმა არ დარჩეს.

ანტიკრიზისული გეგმის ბიუჯეტში დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა კომპენსაციებისთვის 450 მლნ +75 მლნ-ია გათვალისწინებული (ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში).

პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციების მიმღები პირების რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე https://www.moh.gov.ge/, სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით. ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად - https://compensation.moh.gov.ge/.

პორტალზე რეგისტრაციის მხოლოდ თვითდასაქმებულს მოეთხოვება.

განაცხადებს  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში  სამუშაო ჯგუფი  განიცილავს და გადაწყვეტილებას  ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია იღებს. კომპენსაცია კომისიის გადაწყვეტილებიდან  არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში ირიცხება.

პირს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე დაეხმარებიან.

 

 

ბიზნესპარტნიორი

ბიზნესგარემო და რეგულაციები

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია და საქართველო

შვედეთის პროექტები საქართველოში

საკონსულტაციო მომსახურების როლი პანდემიის პირობებში

შრომის ბაზარი პანდემიის პირობებში

ბიზნესომბუდსმენის როლი პანდემიის პირობებში

სუბსიდირებული ეკონომიკის პერსპექტივა

თევზსაშენი მეურნეობების პერსპექტივა საქართველოში

იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის პროგრამა იწყება

რთველი 2020 და სახელმწიფო დახმარების პროგრამა

როგორი უნდა იყოს საქართველოს ახალი ეკონომიკური მოდელი

ციფრული ერა - შესაძლებლობები და საფრთხეები

ლავანდის ველები საქართველოში

ქართული კოსმეტიკური ბრენდის წარმატება დიდ ბრიტანეთში