საზოგადოება
26/06/2020

დღეს ფაქტობრივად ჩემი მესამე მოსვლაა პარლამენტში - გიორგი გახარია

პრემიერმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენაზე საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებზე განაცხადა.

"დღეს ფაქტობრივად, მესამე მოსვლაა პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში, რაც არის საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის კომპონენტი და შეიძლება იყოს კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტორი იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება".

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 20119-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი იყო დაახლოებით 1 თვის წინ და ვისაც ინტერესი ჰქონდა, ექნებოდა შესაძლებლობა, ანგარიშს გაცნობოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან გლობალურადაც და ქვეყანაშიც, ჩვენ ფაქტობრივად ვებრძვით გლობალურ გამოწვევას პანდემიის სახით, რომელსაც აქვს როგორც ეპიდემილოგიური, ჯანდაცვის შემადგენელი, ასევე ეკონომიკური შემადგენელი, ის ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც წარდგენილი იყო სამთავრობო პროგრამის დამტკიცების დროს, სხვადასხვა წარმატებით განხორციელების ფაზაშია. სადღაც გვაქვს სერიოზული მიღწევები, გარკვეული მიმართულებებით არის დარჩენილი გამოწვევები, თუმცა ოთხივე მიმართულებით მუშაობა არც ერთი წუთით არ შეჩერებულა და აქტიურად გრძელდება. პირველ რიგში, ეს გახლავთ უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა“, - აღნიშნა პრემიერმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები