საზოგადოება
24/06/2020

ეკატერინე ტიკარაძე: ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის გენომის შტამს იკვლევენ

ჯანდაცვის მინისტრი ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების მნიშვნელობაზე აცხადებს.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები მიმდინარეობს. "კერძოდ, იკვლევენ კორონავირუსის გენომის შტამს. ეს გენომის შტამი დარდება სხვა ქვეყნებში ჩატარებულ გენომის შტამებს და დღეს, კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მოწინავეობა აღნიშნულ დარგში," - განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ყველაზე აქტიურად არიან ჩართულნი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„შევხვდით ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან ჩართულები კორონავირუსის დაძლევასთან დაკავშირებით, როგორც მისი აღმოჩენის კუთხით, ისე დიაგნოსტიკის თვალსაზრისით,“- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ლუგარის ლაბორატორია პრემიერთან და დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა.

Businesspartner