საზოგადოება
13/07/2020

ღია სივრცეში კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება 200 ადამიანს შეუძლია

დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება დაშვებულია. 

ჯანდაცვის სამინისტროს  რეკომენდაციით, ღია სივრცეში ღონისძებებზე  დასაშვებ ადამიანთა რაოდენობა 200-ით განისაზღვრა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა  საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.  

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია განაგრძობს აუზების, სპორტდარბაზებისა და სასტუმროების შემოწმებას, აქტიურად ხორციელდება რესტორნების პერიოდული ინსპექტირებაც.

დღევანდელი მონაცემებით, ოპერირების ნებართვა მიიღო 1000-მა სასტუმრომ და რამდენიმე ათეულმა აუზმა და სპორტდარბაზმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები