საზოგადოება
06/07/2020

ხაიშთან ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტყის ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოხდა. ადგილზე გამოცხადდა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია შერეული ტყის მასივზე.

ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები