საზოგადოება
15/06/2020

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რკინიგზამ მგზავრთა გადაყვანა განაახლა

ორთვე-ნახევრიანი პაუზის შემდეგ, დღეს, თბილისიდან ხუთი მაგისტრალური მიმართულებით პირველი მატარებლები გავიდნენ. საქართველოს რკინიგზა მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით, კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს.

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული ინსტრუქციის თანახმად, მნიშვნელოვანია რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას თქმით, მგზავრობა შესაძლებელი იქნება ხუთი მიმართულებით – თბილისი-ბათუმი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ქუთაისი. მისი განცხადებით,  პირველ ეტაპზე,  აღდგა  დღის ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა.

„საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების მიზნით, მატარებლის ბილეთები  შეიძინონ ონლაინ,  ასევე მაქსიმალურად დაიცვან მგზავრობის წესები“,- განაცხადა ცაგურიამ.

ბათუმის მიმართულებით შტადლერის მატარებელი დღეს ზუსტად 8 საათზე გავიდა. პირველი მგზავრების განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, მზად არიან დაიცვან ყველა რეგულაცია.

ბიზნესპარტნიორი

ბიზნესგარემო და რეგულაციები

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრია და საქართველო

შვედეთის პროექტები საქართველოში

საკონსულტაციო მომსახურების როლი პანდემიის პირობებში

შრომის ბაზარი პანდემიის პირობებში

ბიზნესომბუდსმენის როლი პანდემიის პირობებში

სუბსიდირებული ეკონომიკის პერსპექტივა

თევზსაშენი მეურნეობების პერსპექტივა საქართველოში

იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის პროგრამა იწყება

რთველი 2020 და სახელმწიფო დახმარების პროგრამა

როგორი უნდა იყოს საქართველოს ახალი ეკონომიკური მოდელი

ციფრული ერა - შესაძლებლობები და საფრთხეები

ლავანდის ველები საქართველოში

ქართული კოსმეტიკური ბრენდის წარმატება დიდ ბრიტანეთში