საზოგადოება
09/07/2020

ლევან კარანაძე: Lufthansa თბილისსა და მიუნხენს შორის რეგულარულ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია Lufthansa თბილისსა და მიუნხენს შორის რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს.

მთავრობამ უკვე დაამტკიცა ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის განცხადებით, სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე გამართა კონსულტაციები, რომლის თანახმადაც ავიაკომპანიამ გამოთქვა მზაობა, ყველაზე გვიან აგვისტოში დაიწყოს რეგულარული ფრენები თბილისსა და მიუნხენს შორის თავდაპირველად კვირაში ორი რეისის სიხშირით.

მისი თქმით, ამის წინაპირობად დასახელდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „ნოტამ“ - ში (საერთაშორისო საავიაციო არხებში დაგზავნილი ინფორმაცია არსებული რეგულაციების შესახებ) არსებულ შეტყობინებაში ცვლილება შეტანა ფრენების შესრულებაზე შეზღუდვის მოხსნის თაობაზე.

„საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შეძლებს, უკვე ფორმალურად აცნობოს ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ „ნოტამ“- ში ცვლილების შეტანის შესახებ,“ - განაცხადა ლევან კარანაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები