საზოგადოება
29/06/2020

მეტროს მუშაობის გრაფიკი ისევ მცირდება

1-ელი ივლისიდან 21 სექტემბრამდე, თბილისის „მეტროპოლიტენი“ მგზავრებს კვლავ შემცირებული სამუშაო გრაფიკით 06:00-დან 23:00 საათამდე მოემსახურება.

მეტროში 2019 წლის 1-ელი ივლისიდან დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები პანდემიამ შეაფერხა, შესაბამისად, კონტრაქტორმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა.

მეტროს ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების დროული შეცვლის მიზნით, თბილისის „მეტროპოლიტენის“ სამუშაო გრაფიკი კვლავ შენარჩუნდება.

პროექტის ფარგლებში, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი იცვლება.

 

 

ბიზნესპარტნიორი