საზოგადოება
18/06/2020

პრემიერი ჯანდაცვის სამინისტროზე: შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ 

ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა - ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, - ასე შეაჯამა პრემიერმა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს ანგარიში. 

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, სხვებთან შედარებით, წარმატებით გაართვა თავის COVID-19-ის გამოწვევას, თუმცა, ჯერ არაფერი დასრულებულა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სისტემური სამინისტროა და ფარავს ადამიანების ცხოვრების ბევრ სფეროს. ამავდროულად ის უკიდურესად მნიშვნმელოვანს უწოდებს სამინისტროში ბოლო თვეებში დაწყებულ რეფორმებს. "მივაღწიეთ იმას, რომ მივედით თითოეულ ადამიანამდე და მას ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, სოციალურ მდგომარეობაზე, შრომით უზრუნველყოფაზე, სამუშაო ადგილებსა და კიდევ ბევრ რამეზე. ამ ყველაფერს უზრუნველყოფს ჯანდაცვის სამინისტრო,“- განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს, სისტემის თითოეულ თანამშრომელს.

"ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვირუსს ჩვენ თქვენთან ერთად ვებრძვით და ერთობლივი მიღწევა არის ის, რომ ვირუსის გავრცელებას ვაკონტროლებთ. ასე უნდა გავაგრძელოთ, ვისწავლოთ ცხოვრება ვირუსთან ერთად,“- მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს.

Businesspartner