საზოგადოება
24/06/2020

ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე 20 მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

 

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 19 ივლისს დაიწყება და 24 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 19 941 371 ლარია.

 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პარკის ტერიტორიაზე იგეგმება, სანათების, საბავშვო ატრაქციონების, დასასვენებელი ადგილების მოწყობა.

ბიზნესპარტნიორი