სოფლის მეურნეობა
22/06/2020

ქართული ბროკოლი ექსპორტზე აშშ-ში გავა

ქართული ბროკოლი ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავა. კომპანია „მაგალის“ დამფუძნებელმა, შოთა მაღალაშვილმა ქართლის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში ბროკოლის 50 სათბური გააშენა და პირველი მოსავალი უკვე აიღო.

აშშ-ში გაყინული სახით 120 ტონა ბოსტნეული მომავალ კვირას გაიგზავნება.

სათბური 5.5 ჰექტარზეა გაშენებული. მოსავლის მიღება კი წელიწადში სამჯერ შეიძლება. მომავლ წლებში ჯამში 500-მდე ტონა ბროკოლის მიღებას ელოდებიან. ქართული ბოსტნეულით ისრაელისა და რუსეთის ბაზრებიც არიან დაინტერესებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები