სოფლის მეურნეობა
25/06/2020

ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა

ქართული მარწყვი და მოცვი აშშ-ში ექსპორტზე გავიდა. 20 ტონა ქართული პროდუქტი ექსპორტზე კომპანია „გლენბერი“-მ გაიტანა, რომელიც სამაცივრე მეურნეობებით არის აღჭურვილი.

სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი.

სამაცივრო კომპლექსის გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის მეშვეობით, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში, 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილ სამაცივრო მეურნეობაში ჯამურად, 5 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600,000 ლარი გრანტია, დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.

ბიზნესპარტნიორი